ფეხბურთი

22:58 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კუმანის პრესკონფერენცია მატარებლის რეისის გაუქმების გამო არ გაიმართა

ნიდერლანდების ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია ევრო 2024-ის ნახევარფინალში გაუქმდა.

საქმე ისაა, რომ ნიდერლანდების გუნდი ვოლფსბურგიდან დორტმუნდში მატარებლით უნდა ჩასულიყო, თუმცა რეისი გაუქმდა, რის გამოც დორტმუნდში დაგეგმილ დროს ვერ ჩავიდნენ და გამგზავრება თვითმფრინავით მოგვიანებით მოუწიათ.

„ნიდერლანდების ნაკრები დორტმუნდში დღეს საღამომდე ერ ჩავა, მატარებლების განრიგის შეცვლის გამო, ვოლფსბურგიდან დორტმუნდში დაგეგმილი მგზავრობა გაუქმდა. გუნდი დორტმუნდში 21:20 საათზე თვითმფრინავით ჩავა, ამიტომ, რონალდ კუმანის და ნათან აკეს პრესკონფერენცია გაუქმებულია. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვეძებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების და ინგლისის ნაკრებთა მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.114864