რაგბი

20:44 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მსოფლიო თასზე იტალია დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიის ნაკრებს 28:17 აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლადო კილასონიას გუნდმა ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმო და ბონუს ქულით მოგებით მე-5, მე-8 ადგილებისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა.

თავიდან იტალიელები დაწინაურდნენ გარდასახული ლელოთი, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს, ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ საჯარიმო ლელოთი დავწინაურდით კიდეც, რასაც ტაიმის მიწურულს მეტოქემ ჯარიმით უპასუხა - 14:10.

მეორე ნახევარში იტალიამ კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ორჯერ უწია მათ ჩათვლის მოედანზე, ორივე ლელო ცირეკიძემ გარდასახა და საბოლოოდ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში თითო ლელო ხახუბიამ, ხაინდრავამ და ყაჩლავაშვილმა მიითვალეს, ცირეკიძის აქტივში კი, სამი გარდასახვაა, გარდა ამისა, ერთი საჯარიმო ლელოც ჩვენს სასარგებლოდ იყო.

შედეგად, საქართველომ ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით (ირლანდიასა და ავსტრალიასთან) მესამე ადგილი დაიკავა. თუ რომწლი ადგილისთვის გააგრძელებენ უმცროსი ბორჯღალოსნები ასპარეზობას, ამას მასპინძელი სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის მატჩი გადაწყვეტს.

იმისათვის რომ ქართველმა მორაგბეებმა მე-5 - მე-8 ადგილებისთვის იბრძოლონ, ინგლისმა სამხრეთ აფრიკა ისე უნდა დაამარცხოს, რომ ქულა არ ააღებინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს გუნდს მე-9 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლის გაგრძელება.

საქართველო - იტალია 28:17 (14:10)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116554