თამაშგარე

16:13 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გულდარდიანი დილან ჩეჩიქ დენიზი

ასულს, რომლის ფოტოებსაც დარწმუნებული ვარ დიდი ინტერესითა და ვნების ალმურმოსილნი შესცქერით, თურქი მოდელი და მსახიობი დილან ჩეჩიქ დენიზია, რომელიც გუშინ თურქეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნასთან დაკავშირებით მოვიძიეთ და არც გვინანია.

თურქეთში ხალხი პოლიტიკურად ძირითადად ორ ბანაკადაა გაყოფილი, თუმცა იმის დასადგენად, თუ ვინაა ოსმალთა ეროვნული გუნდის თილისმა, იმდენი აზრი და შეხედულება არსებობს, თავგზა აგებნევა კაცს. თუმცა ყველაზე მეტი მოწინება და თაყვანისცემა ალბათ მაინც სწორედ დილან ჩეჩიკ დენიზს აქვს, რომელიც ლამაზიცაა, წარმატებულიც და მისი პოპულარობა იზრდება და იზრდება.

ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან თურქთა მარცხს მშვენიერი დილანი კარგ ხასიათზე რომ ვერ შეხვდებდა - ცხადია, თუმცა ამის შესახებ თურქული მედია ჯერ დუმს. ცრემლებისა და დარდისთვის შემდეგი ერთი კვირა ექნებათ.

0.117248