15:46 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ პეტი მბაპეზე: „ამ დროისთვის კილიანი საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის ღირსი არ არის“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ის კაპიტნის წოდებას არ იმსახურებს. რადგან კილიანი არ იღებს საკმარის პასუხისმგებლობას. ის ევრო 2024-ის ნახევარფინალში ითამაშებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სკამზე დავტოვებდი“, - ციტირებს პეტის სიტყვებს COPE.

0.113258