ფეხბურთი

1:00 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" პრეზიდენტი: "მიქაუტაძეზე კონკურენციაა, უახლოეს კვირაში შეიძლება პროცესი დაჩქარდეს"

„მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა გიორგი მიქაუტაძის მოსალოდნელ ტრანსფერზე Moselle TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და კონკურენცია არსებობს, რაც ძალიან კარგია.

„არის კონკურენცია, მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და ყველაფერი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება უახლოეს კვირაში დაჩქარდეს. ფიქსირებული თანხა არ არის, კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია“, - აღნიშნა სერინმა.

შეგახსენებთ, რომ „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა. ის ევრო 2024-ზე დღემდე ინარჩუნებს ბომბარდირებში პირველ ადგილს.

23 წლის ქართველ შემტევს არაერთ გუნდს უკავშირებენ, მათ შორისაა „მონაკო“, „რომა“, „ბოლონია“, „ლიონი“, „მარსელი“, „ვესტ ჰემი“ და „ლანსი“.

0.122822