ფეხბურთი

21:30 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: "დაცვაში კარგი თამაში მნიშვნელოვანი იქნება, მითუმეტეს ესპანეთთან"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება დაცვაში კარგი თამაში.

„ესპანეთს ყოველთვის კარგი ნახევარდაცვა ჰყავდა. მათ შეუძლიათ თამაშის კონტროლი, მათი ნახევარდაცვა ძლიერია, როდრით - განსაკუთრებით. ისინი ევროზე საუკეთესოები იყვნენ, ყოველი მატჩის შემდეგ საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს.

მენიო ჩვენი გუნდის ლიდერია, შესაძლოა, ხალხისთვის ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერია. ვიცით, რომ მბაპესთვის პორტუგალიასთან დამატებითი დრო რთული იყო, გვინდოდა დაგვესვენებინა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და დარწმუნებული ვარ, რომ კილიანი ხვალ ყველაფერს 110%-ით გააკეთებს, ისევე, როგორც დანარჩენი გუნდი. ჟირუ ითამაშებს თუ არა, სიტუაციაზეა დამოკიდებული. გუნდში კარგი განწყობაა, მოვახერხეთ ენერგიის აღდგენა და ნახევარფინალზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი მიზანი ფინალში კიდევ ერთხელ გასვლაა.

რა თქმა უნდა, დაცვაში კარგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ესპანელთა შეტევას. დიდ ტურნირებზე დაცვაში კარგი თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეფექტიანები შეტევაშიც უნდა ვიყოთ“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.142534