ვარშავაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.
ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა თავი ხმლით ფარიკაობაში გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრები პლანეტის პირველობაზე ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით გამოდიოდა და საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის გუნდი ანგარიშით - 45:37 დაამარცხა. შედეგად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.