ფეხბურთი

18:05 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "მიქაუტაძისთვის ბრძოლა რეალურად ორ კლუბს შორისაა"

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძისთვის ორი კლუბი იბრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფორვარდი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, ფრანგი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრძოლა ორ კლუბს შორისაა - „მონაკო“ და „ლანსი“.

„ლანსს“ სურს ქართველის გადაბირება, მაგრამ როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, იციან, რომ საქმე რთულადაა მონეგასკების წინადადების გათვალისწინებით. „თავადები“ მოლაპარაკებებს რომ აწარმოებენ, ეს ორი დღის წინ „მონაკოს“ სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.

„მეცმა“ მიქაუტაძე „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ახლა მის გაყიდვას 20-25 მილიონად აპირებს. ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში თავი 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.065206