ფეხბურთი

14:59 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შესაძლოა ემრე ჯანი დაიმატოს

„ნაპოლის“ გერმანიის ნაკრების და „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი დაუკავშირეს. ამის შესახებ Bild-ი წერს.

გერმანელ ფეხბურთელს „დორტმუნდთან“ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ კლუბი მზადაა ის გაყიდოს. ემრეს ფასი 10-15 მილიონი ევროა და ანტონიო კონტეს 30 წლის ნახევარმცველი მოსწონს.

აღსანიშნავია, რომ ემრე ჯანს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2018-2020 წლებში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა და სწორედ შემდეგ გადავიდა „დორტმუნდში“. გერმანელს მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ლივერპულშიც“ უთამაშია.

0.137673