ფეხბურთი

14:20 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება შედგა, კონტრაქტის დეტალებიც გაირკვა: დავითაშვილის ტრანსფერი გადაწყდა

საქართველოს ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი დიდი ალბათობით, კარიერას „სენტ ეტიენში“ გააგრძელებს.

L’Equipe იტყობინება, რომ „ბორდოსა“ და „სენტ ეტიენს“ შორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით ჟირონდელები 23 წლის ქართველში ბონუსების ჩათვლით 6 მილიონ ევროს მიიღებენ.

ზურიკო უკვე ქალაქშია და კონტრაქტს ხელი უნდა მოაწეროს, რომელიც 4-წლიანი იქნება, კიდევ ერთი წლით განახლების ოფციით. დავითაშვილით იტალიის სერია A-ს სამი კლუბი, „ვენეცია“, „კომო“ და „ჯენოა“ ინტერესდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, „სენტ ეტიენის“ ინტერესი უფრო ძლიერი იყო და ქართველმაც საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობს და 71 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, ხოლო გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მას 39 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ლიგა 1-ში კი, წელს დაბრუნდა, როდესაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112596