ფეხბურთი

13:08 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გუნდების მატჩების მსაჯები ევროთასების პირველ მატჩებში ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად საკლუბო ევროტურნირებიც კარსაა მომდგარი. მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება, ჯერ სტუმრად, მერე - შინ. 10 ივლისს, ბულგარეთში მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება და მას გერმალები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი რობერტ შრიოდერი იქნება, რომელსაც კრისტიან გიტელმანი და რობერტ ვესელი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯია ფლორიან ბადშტუბერი. VAR-ის ოთახში პასკალ მიულერი და იოჰან პფაიფერი იმუშავებენ.

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“.

„ტორპედო“ 11 ივლისს, 21:00 საათზე, „რამაზ შენგელიაზე“ ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლებს და ამ შეხვედრას სომეხი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ზავენ ჰოვჰანისიანი იქნება, რომელსაც ხაჩატურ ჰოვჰანისიანი და გევორგ შახკალიანი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას არტიომ გასპარიანი შეასრულებს.

„დინამო თბილისი“ 11 ივლისს, 22:45 საათზე, მონტენეგროში „მორნარს“ ესტუმრება. მატჩზე ბულგარელი არბიტრები იმუშავებენ. მთავარი მსაჯი გეორგი გინჩევი იქნება, მისი ასისტენტები გეორგი დოინოვი და მიროსლავ მაქსიმოვი, ხოლო მეოთხე არბიტრი - ივო ანდრეევი.

„დინამო ბათუმი“ „ლუდოგორეცთან“ საპასუხო მატჩს ბათუმში 17 ივლისს გამართავს, ხოლო კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრები 18 ივლისსა ჩანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ თბილისის „იბერია“ კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კი, „მარსალოკისა“ და ალბანური „პარტიზანის“ დუელში გაირკვევა.

0.120963