ფეხბურთი

12:30 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის ახალი მსურველი - "რომა"

საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამჯერად „რომას“ დაუკავშირეს. ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

ცნობილი გამოცემის ცნობით, რომაული კლუბის მენეჯმენტი დაინტერესებულია 23 წლის ქართველით და მის აგენტთან მოლაპარაკებებს გეგმავენ. თუმცა, „რომასთვის“ გიორგის შეძენა რთული იქნება, რადგან წყაროს თანახმად, „მონაკო“ ქართველისთვის ბრძოლაში დაწინაურებულია.

მიქაუტაძის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა, შესაბამისად, „ჯალოროსის“ ამდენის გადახდა მოუწევს, თუ სურს, რომ კონკურენტებს აჯობოს, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია - „მონაკო“, „მარსელი“, „ლანსი“, „ლიონი“, „ვესტ ჰემი“, „ბოლონია“.

"რომა" რომელუ ლუკაკუმ და ანდრეა ბელოტიმ დატოვეს, ამიტომაც ეძებენ ახალ ფორვარდს და მიქაუტაძის გარდა, "ვილიარეალის" ბომბარდირი, ალექსანდერ სორლოთიც დაუკავშირეს.

ჯერჯერობით, უცნობია სად გაგრძელდება მიქაუტაძის კარიერა, რომელმაც ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 მატჩში 14 გოლ გაიტანა, ხოლო ევრო 2024-ზე ამჟამად 3 გოლით კოდი გაკპოსთან ერთად თანაბომბარდირია.

0.157937