სხვა

11:59 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში კარატეში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის სპორტის სასახლემ კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატს OPEN KUTAISI 2024-ს უმასპინძლა.

ტურნირზე რომელშიც 4 ქვეყნის წარმომადგენელი 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა კარატისტებმა 100-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.

აღნიშნული ტურნირი გარდა შეჯიბრებისა, სასელექციო ხასიათსაც ატარებდა. ნაჩვენები შედეგებით ახალგაზრდული ნაკრებები დაკომპლექტდება, რომლებიც მომავალში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ტურნირს ფედერაციის დამფუძნებლის, ზურაბ ლეჟავას სახელი მიენიჭა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140117