ფეხბურთი

11:25 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი პირველობას არ თმობს, UEFA EURO 2024-ის გამოკითხვა სოციალურ ქსელში

უეფას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „მატჩის საუკეთესო მოთამაშეების" სელფების ფონზე გამოკითხვა დაიდო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სოციალური ქსელი არჩევანს 12 ფეხბურთელზე აჩერებს და გულშემატკივარს ეკითხება, რომელია მათი ფავორიტი ფოტო.

გამოკითხვაში კოლოსალური უპირატესობით გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს. ჩვენი ქვეყნის კარის დარაჯს ამ დროისთვის 54 ათასი მოწონება აქვს, დანარჩენი ფეხბურთელების მოწონება კი ყველაზე დიდი 1300-ია. ქართველი მეკარე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში დაასახელეს. გარდა ამისა, ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

გიორგიმ ევრო 2024-ზე ოთხ შეხვედრაში 8 გოლი გაუშვა, თუმცა 30 დარტყმა მოიგერია, რითაც კონტინეტის პირველობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ მაჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი პორტუგალიასთან ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო, მაგრამ ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების შემტევი ამ გამოკითხვაში არ არის.

0.116349