„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 11 ივლისიდან დაიწყებს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
მიზეზი რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაა - ქართველი ფეხბურთელი შვებულებაშია, ისევე, როგორც „ნაპოლის“ ის ფეხბურთელები, ვინც ზაფხულში ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ.
ნეაპოლური მედიის ცნობით, კვარაცხელია „ნაპოლის“ შეკრებაზე 25 ივლისს შეუერთდება და შესაბამისად, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობას დაიწყებს.
პარალელურად, „ნაპოლი“ ძალიან აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე და სამი მცველის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია:
ლეონარდო სპინაცოლა ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტალიელი „ნაპოლის“ უფასოდ შეუერთდება. კიდევ ერთი ახალწვეული იქნება ალესანდრო ბონჯორნო, რომლის სანაცვლოდ „აძური“ „ტორინოს“ 35 მილიონ ევროს გადაუხდის. მხარეებს შორის დოკუმენტების გაცვლის პროცესი მიმდინარეობს და მომდევნო კვირაში ეს გარიგებაც უნდა დაიხუროს.
ასევე, ხვალ ელოდებიან, რომ სამედიცინო შემოწმებას გაივლის მადრიდის „რეალის“ მცველი რაფა მარინი, რომლის შეძენა „ნაპოლის“ 12 მილიონი ევრო დაუჯდება.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „ჰელას ვერონას“ დაუპირისპირდება.