ფეხბურთი

23:16 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" "კრისტალ პალასიდან" ფრანგი ფეხბურთელი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მაიკლ ოლისე შეიძინა. ტრანსფერი გერმანული კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.

„კრისტალ პალასს“ „ბაიერნმა“ 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, რასაც ბონუსად 5 მილიონიც დაემატება, ხოლო ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში ვითამაშებ, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი. მინდა, რომ ჩემი თავი ამ დონეზე წარმოვაჩინო და კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარო“, - აღნიშნა 22 წლის შემტევმა.

მაიკლ ოლისე ლონდონში დაიბადა, „არსენალის“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში თამაშობდა, თუმცა, პროფესიონალურ დონეზე ჯერ „რედინგში“ იყო, შემდეგ „კრისტალ პალასში“, რომლის მაისურით გასულ სეზონში პრემიერლიგაში 10 გოლი გაიტანა. ოლისე საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების წევრია.

0.115372