ფეხბურთი

19:00 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანტარა კარიერას ასრულებს

„ბარსელონას“, „ბაიერნის“ და „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა კარიერას ასრულებს.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, 33 წლის ესპანელმა, რომელიც თავისუფალი აგენტია, საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ალკანტარამ „ბარსელონას“ მაისურით 101 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, „ბაიერნში“ 235-ჯერ ითამაშა და 31 გოლი მიითვალა, ხოლო „ლივერპულში“ 98 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრებში მის აქტივში 46 მატჩი და 2 გოლია.

0.102877