ფეხბურთი

18:21 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზირკზე და დე ლიხტი "მანჩესტერში"

ნიდერლანდების ნაკრების და „ბოლონიას“ თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე დიდი ალბათობით, კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის შეთანხმება შედგა. ინგლისელები ნიდერლანდების გამოსასყიდ 40 მილიონ ევროსაც გადაიხდიან და წესით, ინფორმაცია უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება.

ჯოშუა ზირკზემ ბოლო ორი სეზონი „ბოლონიაში“ გაატარა, განსაკუთრებით თავი გასულ სეზონში გამოიჩინა. გარდა ამისა, მას „პარმაში“, „ანდერლეხტსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია.

„მანჩესტერი“ ასევე მუშაობს მატაის დე ლიხტის ტრანსფერზე და მიუნხენის „ბაიერნთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დე ლიხტი არ შედის მიუნხენელთა გეგმებში და დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონიდან ისიც „ოლდ ტრაფორდზე“ ვიხილოთ.

მატაის დე ლიხტი „ბაიერნამდე“ ამსტერდამის „აიაქსსა“ და ტურინის „იუვენტუსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113333