მადრიდის „რეალის" თავდამსხმელის კილიან მბაპეს პრეზენტაციას 16 ივლისს, სავარაუდოდ, 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება - გვამცნობს Relevo.
„სამეფო კლუბი“ აპირებს ფრანგი თავდამსხმელის ფართომასშტაბიანი პრეზენტაციის გაკეთებას, რომელიც მოიცავს დიდ ეკრანებს, რომლებზეც მბაპეს სურათები და ვიდეო იქნება დაპროექტებული. გარდა ამისა, მომზადდება სპეციალური პოდიუმი და „გრანდიოზული" ლაით შოუ.
3 ივნისს მბაპე ოფიციალურად გახდა მადრიდის „რეალის" ფეხბურთელი. ამის შემდეგ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელის ხელფასი იქნება 30 მილიონი ევრო წელიწადში, პლუს ბონუსები გატანილი გოებისთვის. მბაპეს კონტრაქტში ასევე შედის კომპენსაციის თანხა 1 მილიარდი ევრო.