13:39 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

300 ათასზე მეტმა გერმანელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა პეტიციას ესპანეთი-გერმანიის მატჩის გადათამაშებაზე

300 ათასზე მეტმა გერმანელმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას მეოთხედფინალური მატჩის გადათამაშებაზე, რომელშიც გერმანიის ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ევრო 2024 დატოვა - გვამცნობს Sky Sport Germany.

გავრცელებული ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი მიიჩნევს, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა არაერთი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, საუბარია თამაშის 106-ე წუთზე ეპიზოდზე, როდესაც ბუნდესტიმის შემტევი ნახევარმცველის ჯამალ მუსიალას დარტყმული ბურთი ესპანელთა მცველ მარკ კუკურელას ხელზე მოხვდა, მაგრამ ტეილორმა პენალტი არ დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

0.110089