ჯესიკა კროოსმა, ტონი კროსის მეუღლემ, ქმრის კარიერის დასასრულის პატივსაცემად, სოციალურ ქსელში ამაღელვებელი პოსტი გამოაქვეყნა.
„16 წლის განმავლობაში ერთად ფეხბურთში თითქმის ყველაფერი განვიცადეთ. იმდენი წარმატება იყო, მაგრამ ასევე რამდენიმე ჩავარდნაც. ჩვენ ერთად გადავლახეთ ყველაფერი, ასევე ბევრჯერ ვიტირეთ ერთად, ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა.
დღეს ჩვენ ყველამ მოვიწყინეთ მაგრამ ახლა თავაწეულები ვართ და უბრალოდ ვამაყობთ.
და მე იმდენად წარმოუდგენლად ვამაყობ შენით, რომ სიტყვები არ მყოფნის ამის აღსაწერად. შენ ჩვენი გმირი ხარ და მადლობას გიხდი, რომ წამიყვანე ამ მოგზაურობაში და ნება მომეცი შენი ცოლი ვყოფილიყავი. გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენთან ერთად ხარ, მაგრამ მოედანზეც მოგვენატრები.
სამწუხაროდ, ტრიბუნებზე შვილების თვალებში სიამაყეს ვერ ხედავთ, მაგრამ წარმოიდგინე, როგორ ხარობენ ისინი ამ სიამაყით. და მეც მათთან ერთად. მადლობა ყველაფრისთვის, ანტონიო. შენ ხარ ჩვენი გმირი და ჩვენ გვიყვარხარ მთვარემდე და უკან!!!" – დაწერა ჯესიკამ სოციალურ ქსელში.
კროოსმა პროფესიული კარიერის დასრულება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. 5 ივლისს გერმანიის ნაკრები ამ შეჯიბრის მეოთხედფინალში ესპანეთთან დამარცხდა. ჯამში, კროოსმა ბუნდესტიმის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 113 მატჩი ჩაატარა (17 გოლი და 21 საგოლე პასი).