საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ამერიკის MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. „ატლანტა იუნაიტედის“ 29 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონატის 22-ე ტურში, ერთ-ერთი ლიდერის, „რეალ სოლტ ლეიკის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა თუმცა, ქართველის გუნდმა შეხვედრა 5:2 წააგო.
საბამ გოლი 31-ე წუთზე მიითვალა და იმ დროისთვვის წონასწორობა აღადგინა. ეს ლობჟანიძისთვის მიმდინარე სეზონში სამ საგოლე გადაცემასთან ერთად, მე-5 გოლი იყო.
„ატლანტა იუნაიტედს" 6 მოგება, 6 ფრე და 10 წაგებით 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. ლობჟანიძე და მისი თანგუნდელები მომდევნო შეხვედრას უკვე თასზე 10 ივლის გამართავს, ჩემპიონატის მატჩს კი 14 ივლისს, "მონრეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს.