იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს თანახმად, არ არსებობს მესამე გზა: „ნაპოლიმ“ ქართველს 5 მილიონი შესთავაზა, რომელიც ბონუსების დამატებით 7 მილიონ ევროს მიაღწევს და ახლა კლუბი ფეხბურთელის პასუხის მოლოდინშია.
ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმებისთვის ორი შეხვედრა საკმარისი არ გამოდგა, თუმცა ნაბიჯები წინ გადაიდგა. იყო პსჟ-ს შეთავაზება, რაზეც აურელიო დე ლაურენტისმა უარი თქვა, კლუბისთვის კვარა არ იყიდება.
ამრიგად, იტალიური გაზეთის ცნობით, „ნაპოლი“ ისევ ელოდება კვარას, მიიღებს თუ არა ახალ შეთავაზებას, თუ არადა, მაინც კლუბში დარჩენა მოუწევს, რადგან კონტრაქტი 2027 წლამდე კლუბთან ჯერ კიდევ აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.