ფეხბურთი

13:03 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარა ახალ კონტრაქტს თუ არ დათანხმდება, 3 წელი ამ ხელფასით თამაში მოუწევს"

იტალიელმა ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, თუ ქართველი ახალ კონტრაქტს არ დათანხმდება, “ნაპოლიში” 3 წელი თამაში იმ ხელფასით მოუწევს, რომელიც ახლა აქვს.

„ვფიქრობ, კვარა კონტრაქტს განაახლებს. „ნაპოლიმ“ ფეხბურთელი ლოგიკური არჩევანის წინაშე დააყენა: მას ჯერ კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აქვს, არაადეკვატური ხელფასით და კლუბს სურს მისი პირობების გაუმჯობესება, მაგრამ არა რა თქმა უნდა, პსჟ-ს მაჩვენებლებით. „ნაპოლის“ არ სურს მისი გაყიდვა. თუმცა, არსებობს რისკი, თუ არ დათანხმდება კონტრაქტის განახლებას, მომდევნო სამი სეზონი „ნაპოლიში“ იმ ხელფასით თამაში მოუწიოს, რაც ახლა აქვს. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ დათანხმდება კონტრაქტის განახლებას, რადგან ანტონიო კონტესთან მუშაობით მას ექნებოდა შესაძლებლობა გაუმჯობესდეს, როგორც ხარისხის, ისე საფეხბურთო თვალსაზრისით“, - თქვა ვარიალემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.103222