ფეხბურთი

11:44 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "ბევრი მომენტი გვქონდა, წაგებას არ ვიმსახურებდით"

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, პორტუგალია წაგებას არ იმსახურებდა.

„კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი გვქონდა. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათ ძლიერი ხასიათი აჩვენეს. ბურთიც უფრო მეტ ხანს გვქონდა. გამარჯვება დავიმსახურეთ და მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთელებმა საკუთარი თავით ძალიან უნდა იამაყონ.

ამ გუნდში ინდივიდუალური ნიჭი ყველასთვის დასანახია. მათ აჩვენეს დიდი ერთიანობაც და გამარჯვების სურვილი. წავაგეთ, მაგრამ ამაყები ვართ, ყველაფერი გავიღეთ“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში 9 ივლისს, მიუნხენში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.138761