ფეხბურთი

11:08 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

33 წლის შემდეგ ისევ შტუტგარტში: მიკელ მერინომ გოლი მამის სტილში აღნიშნა (+VIDEO)

ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ნაკრებს მეოთხედფინალში მიკელ მერინოს მიერ 119-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.

საინტერესოა, რომ ზუსტად 33 წლის წინ, 1991 წელს, შტუტგარტში გოლი მერინოს მამამ, მიგელ მერინომ გაიტანა და ყველაზე მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ მამა-შვილმა გოლები ერთნაირად იზეიმეს.

1991 წელს, „ოსასუნამ“ უეფას თასზე „შტუტგარტს“ სტუმრად 3:2 აჯობა და მიგელ მერინომ გოლის შემდეგ კუთხურის ალამის დროშის ირგვლივ ირბინა. 33 წლის მერე, იმავე ქალაქში, იგივე გააკეთა მისმა შვილმა მიკელ მერინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114802