ფეხბურთი

1:35 | 6.07.2024 | ნანახია 1211 - ჯერ

უმძიმესი საფრანგეთი, მაგრამ მაინც ნახევარფინალისტი

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. უმძიმესი და უფერული ფეხბურთით, მაგრამ ფაქტი სახეზეა.

ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრებმა 5 მატჩი ჩაატარა და ღია თამაშიდან გოლი არ გაუტანია... დიდიე დეშამის გუნდმა მხოლოდ 3 გოლი მიითვალა ამ ტურნირზე, ერთი პენალტით კილიან მბაპეს აქტივშია, ორი ავტოგოლი გავიდა ფრანგთა სასარგებლოდ.

მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიას პენალტების სერიაში აჯობა. ტურნირის ორი ფავორიტის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, თუმცა არც ისე სანახაობრივი.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ჯერ ერთმა მეკარემ გაიბრწყინა, მერე მეორემ. თუმცა, 90 წუთი უგოლოდ რომ დასრულდა, ლოგიკური იყო. ვითარება არც დამატებით დროში შეცვლილა, მძიმე ფეხბურთი და ნულები ტაბლოზე.

მართლაც გასაოცარია, რომ საფრანგეთის ნაკრებს შეტევაში თამაში ასე უჭირს, სამაგიეროდ, დაცვაში დგას მაგრად, ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული, ისიც პენალტით რობერტ ლევანდოვსკისგან. ვერც პორტუგალია ბრწყინავდა შეტევაში, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. მეორე ტურში, თურქეთთან მატჩის 56-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ პორტუგალიამ ევროზე მეტოქის კარის ბადე ვერ შეარხია, ზედიზედ სამ მატჩში (საქართველოსთან, სლოვენიასა და საფრანგეთთან).

პენალტების სერიაში ალბათ, ყველა ისევ დიოგო კოშტას გმირობას ელოდა, რომელმაც მერვედფინალში სლოვენიასთან სამიდან სამი პენალტი აიღო. თუმცა, ახლა სხვაგვარად მოხდა - პორტუგალიელმა მეკარემ 5-დან ხუთივე პენალტი გაუშვა. საპასუხოდ, პორტუგალიის მხრიდან, ჟოაო ფელიქსმა ბურთი ძელს გაარტყა და ეს გადამწყვეტი გამოდგა.

ამრიგად, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატზე. მისთვის მე-6 კონტინენტის პირველობა კრიშტიანუმ უგოლოდ დაასრულა.

საფრანგეთი პირველი ნაკრებია, რომელიც დიდი ტურნირის ნახევარფინალში ისე გავიდა, რომ ღია თამაშიდან გოლი არ გაუტანია.

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში 9 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პორტუგალია - საფრანგეთი 0:0 პენ: 3:5 (0:0)

ჰამბურგი, „ფოლკპარშტადიონი“

პორტუგალია (4-3-3): დიოგო კოშტა; კანსელუ (სემედუ 74), პეპე, რუბენ დიაში, მენდეში; ვიტინია (ნუნიეში 119), პალინია, ბრუნო ფერნანდეში (კონსეისაო 74); ბერნარდო სილვა, რონალდუ, ლეაუ (ჟოაო ფელიქსი 106)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

საფრანგეთი (4-3-1-2): მენიო; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტეო ერნანდესი; კანტე, ჩუამენი, კამავინგა (ფოფანა 91); გრიზმანი (დემბელე 67); მბაპე (ბარკოლა 106), კოლო მუანი (ტურამი 86)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

პენალტების სერია: 0:1 დემბელე, 1:1 რონალდუ, 1:2 ფოფანა, 2:2 ბერნარდო სილვა, 2:3 კუნდე, 2:3 ფელიქსი (ძელი), 2:4 ბარკოლა, 3:4 ნუნუ მენდეში, 3:5 ტეო ერნანდესი

გაფრთხილება: პალინია (79) - სალიბა (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 18 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:10 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

ორი წლის შემდეგ წარმოიდგინეთ,როდრი-პედრი-გავის ცენტრი და ლამინე-ნიკო-მორატას შეტევა.ძაან მაგარი გუნდი იქნება ესპანეთი 2026-ის მუნდიალზე

18:06 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

ფერან ტორესს შეუკიტინა კიდევ ენრიკემ,სულ სასტავში ყავდა(სასიძოა) და როდრი ეყენა დაცვის ცენტრში

18:04 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

ფეხბურთის თამაში იციან ესპანელებმა,რა შემადგენლობაც არ უნდა ყავდეთ მაინც.წინა მსოფლიოზე,სუფთა ლუის ენრიკეს ბრალი იყო ესპანეთის ჩავარდა,უაზრო ათასპასიანი თამაშები ქონდა.2018-ის მსოფლიოზე ლოპეტეგი ტურნირის წინ მოიხსნა,რეალში წასვლის გამო და მანდაც მაგიტომ ჩავარდნენ.

18:06 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

ეს ტრენერი კარგად მუშაობს,კაი ფეხბურთს ათამაშებს ესპანეთს.ხო მართლა ოლმო გამომრჩა,მაგარი იგროკია ეგეიც.ცენტრში-ფლანგზე სადაც გინდა ათამაშე,სარგებელი მოაქვს ყველას.ფაბიან რუისიც კი სასარგებლოა,როცა ნორმალურად გეგმავს ტრენერი თამაშს

18:01 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

რა ვიცი,კიდევ ტრავმები და ათასი უბედურება თუ არ მოხდა,ესპანეთი მომდევნო მსოფლიოზე მაგარი გუნდი იქნება.პედრი გავი(იმედია დაბრუნდება ნორმალურად),ლამინე,ნიკო სერიოზული ახალგაზრდობაა.პლუს როდრი კარვახალი მორატა,გამოცდილი ფეხბურთელები.დაცვის ცენტრში უჭირთ ცოტა და იმედია ერთი მაგარი ცენტრალური მცველი მაინც გამოუჩნდებათ ორ წელში.ნუ მანდაც არის იგივე კუბარსი რომელიც თავისუფლად შეიძლება გახდეს მაგარი ამ დროში.

17:37 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

საფრანგეთი მართლა ძაან დამძიმებულია ამ ევროზე.ტაქტიკაც შეცვლილია,კანტე დაამატა მესამე საყრდენი,ვინგერი მოხსნა და ჩაკლა თამაში.ფლანგის მცველებიც ისეთი ყავს ცენტრალურიც რომ არიან,ანუ მთლიანად ცენტრიდან თამაშობს და ამიტომ უჭირს მომენტების შექმნა

15:46 | 06.07.2024
kakhaberry (2630)

Kobe Bean
როგორც თქვეს, თამაშგარე დაფიქსირდაო მანამდე

17:53 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

ოფსაიდი თუ იყო,უნდა დაეფიქსირებინათ და განეახლებინა თამაში ესპანეთს

17:56 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

გერმანიას კი არ უნდა მოეწოდებინა აუტი და კი არ უნდა გაეგრძელებინა შეტევა.ისედაც ხელის არდაფიქსირებაზე აკეთებდა აქცენტს მსაჯი

11:32 | 06.07.2024
KD (575)

ამ ევროზე უეფამ სულ სხვა დირექტივები გასცა, დამატებული დრო შემცირებულია და ხელზე მოხვედრა საჯარიმოში ახალი წესით მოქმედებს.

თუ ბურთი ხელზე მაშინ მოხვდა მცველს, როდესაც ხელი ვერტიკალურადაა დაშვებული და ამავდროულად ტანს არაა ბევრად მოცილებული (ანუ არ იკვეთება ბურთისთვის დამატებითი ბარიერის შექმნის მცდელობა) და ბუნებრივ მდგომარეობაშია, პენალტი არ ინიშნება

02:59 | 06.07.2024
Gerry Marsden (856)

პორტუგალიას რონალდო ამძიმებს და ის დაქლიავებული პეპე კიდე,იმედია წავლენ,მაგრამ რაც მთავარია ის პიტალო,ჩამოსხმა მწვრთნელი უნდა გაუშვან!

02:39 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

ასეთი მნიშვნელობის თამაშში,არგენტინას კარში რომ არ დადებულიყო ეგეთი პენალტი,რა ლაპარაკები წავიდოდა წარმომიდგენია)))

02:22 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

არავის არ ვქომაგობ ამ ევროპაზე,მზეზე მკიდია ვინ მოიგებს,მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ სიტუაციას,ესპანეთი იმსახურებს.ყველაზე კარგ ფეხბურთს ეგენი თამაშობენ.თუმცა პენალტი რატომ არ დადეს(რასაც შეიძლება გაეგდო ესპანელები) ეგ აუხსნელია ჩემთვის.ვარის ეპოქაში ეგეთი პენალტის არ დადება,რა ვიცი აბა

02:41 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

კროოსს ბევრი უთმინა მსაჯმა,არ ნიშნავს იმას რომ ეგეთი პენალტი დაეკიდებინა

02:19 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

წინა მსოფლიო სანახაობის კუთხით მართლა ძაან მაგარი გამოდგა და ბევრი კიდევ ვერ აფასებს.ეს ევროპა თამაშის ხარისხით ნულია წინა მსოფლიოსთან

02:17 | 06.07.2024
Kobe Bean (21683)

ძაან ცუდად თამაშობს საფრანგეთი და მაინც ნახევარფინალში არიან.ეს ნაწილობრივ კლასზეც მეტყველებს მაგრამ რა ვიცი აბა,ასეთი თამაშით მოგებული ტიტული დიდად საამაყო არ მგონია.ზოგადად ჩემპიონატიც ცუდია,არავინ კარგ ფეხბურთს არ თამაშობს ესპანეთი-გერმანიას გარდა.იგივე ესპანეთის კარში დღეს პენალტი რატომ არ დადეს ეგ ვერ გავიგე და თუ ვინმემ გაიგეთ ამიხსენით)))

0.145237