ფეხბურთი

0:59 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "ამ გუნდს ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გერმანიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამაყობს მისი ფეხბურთელებით, რომლებსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

„ეს ისტორიული საღამოა, ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა შემიძლია. რამდენად შორს წავალთ, გამოჩნდება, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ამ გუნდს ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია.

ვამაყობ, რომ ასეთ ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ. ბევრ მათგანს მრავალი წელია ვიცნობ, ისინი მიჩვეული არიან უმაღლეს დონეზე თამაშს და ახლა გამარჯვების შანსიც აქვთ. არსებობს მომატების პოტენციალი, მაგრამ ამ ბიჭების სიამაყის, კლასის და მონდომების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება.

უნდა დავაფასოთ მიღწეული და ამ მომენტით დავტკბეთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ყველა ფეხბურთელი მზადაა ნახევარფინალისა და ძალიან მაღალ დონეზე სათამაშოდ“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში 9 ივლისს, მიუნხენში ითამაშებს.

0.112493