რაგბი

21:59 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლელოს გარეშე ფიჯისთან: საქართველოს ნაკრები დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯის ნაკრებთან ტესტ-მატჩი ჩაატარა და მარცხი განიცადა.

რიჩარდ კოკერილის გუნდმა მეტოქის დაცვას პრაქტიკულად ვერ მოუხერხა და შეხვედრა ლელოს გარეშე დაასრულა. შედეგად, გასაკვირი არაა, რომ დამარცხდა, რადგან მარტო ჯარიმებით დაგროვებული ქულებით ფიჯის დამარცხება ურთულესია.

საქართველომ პირველ ტაიმში სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც სტუმრებმა ორი ლელოთი და ერთი ჯარიმით უპასუხეს. მეორე ტაიმში ფიჯელებმა კიდევ თითო ჯარიმა-ლელო მიითვალეს და 21:9 დაწინაურდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლუკა მატკავამ მეოთხე საჯარიმო გაიტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, ფიჯელებმა ბათუმში 21:12 მოიგეს. „ბორჯღალოსნები“ ზაფხულის ტესტების ეგიდით კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ - 13 ივლისს იაპონიასთან, ხოლო 20 ივლისს, ავსტრალიასთან.

საქართველო - ფიჯი 12:21 (9:13)

0.11593