„ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შანსი იზრდება. ბელგიელ ფორვარდს ანტონიო კონტესთან მუშაობა სურს და ტრანსფერზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
„აძური“ მზადაა „ჩელსის“ 25-30 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო თვითონ ფეხბურთელს სეზონში 5.5 ან 6 მილიონი ევრო ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი „რომაში“ ბოლო სეზონში 7.5 მილიონს გამოიმუშავებდა, მაგრამ კონტესთან მუშაობის გამო მზადაა უფრო დაბალ ხელფასზე ითამაშოს.
კონტე და ლუკაკუ „ინტერიდან“ ერთმანეთს კარგად იცნობენ. რომელუ „ნაპოლიში“ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად განიხილება, რომელიც დიდი ალბათობით, იტალიურ კლუბს დატოვებს.