ფეხბურთი

19:09 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" ნოიერი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს

მიუნხენის „ბაიერნი“ შესაძლოა მანუელ ნოიერმა დატოვოს, რამაც გერმანულ გრანდში გიორგი მამარდაშვილისთვის შეიძლება კარი გააღოს.

გერმანელმა მეკარემ აღნიშნა, რომ მზადაა კარიერა MLS-ში გააგრძელოს:

„ველაპარაკე ბასტიან შვაინშტაიგერს, რომელიც იქ თამაშობდა. თუმცა, კარგად უნდა დავფიქრდე, რადგან ხშირად ისინი ხელოვნურ მოედანზე თამაშობენ, რაც მეკარისთვის იდეალური არ არის. „ბაიერნი“ ჩემთვის საუკეთესო ადგილია, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. საუდის არაბეთში ან კატარში კი არ გადავიდოდი“, - აღნიშნა ნოიერმა, რომელსაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.

თუ ნოიერი „რეკორდმაისტერს“ დატოვებს, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მამარდაშვილი გახდება, რომელსაც „ვალენსია“ დაახლოებით 40 მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგიმ აღნიშნა, რომ „ბაიერნში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ თამაშის გარანტია ექნება, მეორე მეკარის როლისთვის კი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ქართველ მეკარეს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.134538