„ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის მაისური წარმოადგინა, რომელიც რეტრო სტილშია შექმნილი.
EA7-მ მაისური ტრადციულ ფერში წარმოადგინა, რომელსაც თეთრი ორნამენტებიც აქვს. აღსანიშნავია, რომ განახლდა „ნაპოლის“ ლოგოც, რომელსაც ცისფერი ფონი აღარ ექნება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.