ფეხბურთი

16:10 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში ტრანსფერს უახლოვდება. ამის შესახებ Mediaset-ი იტყობინება.

იტალიური მედიის ცნობით, „ალ-ჰილალი“ მზადაა „ნაპოლის“ ნიგერიელის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა, 130 მილიონი ევრო გადაუხადოს. არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 17 ივლისს გაიხსნება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს „ლილიდან“ შეიძინა და მას შემდეგ 133 შეხვედრაში 76 გოლი გაიტანა.

იტალიურ პრესაში წერენ, რომ ოსიმენს რომელუ ლუკაკუ შეცვლის, რომლის ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს.

0.118262