ფეხბურთი

14:28 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბონჯორნომ "იუვენტუსს" და "ინტერს" "ნაპოლი" ამჯობინა

„ნაპოლი“ „ტორინოს“ მცველს, ალესანდრო ბონჯორნოს დაიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება „ინტერმა“ სცადა, მას „აძურისთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ „ტორინოს“ 35 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი ევროც დაემატება.

„ინტერის“ გარდა, ბონჯორნოს ყიდვა „იუვენტუსმაც“ სცადა, რომელმაც „ტორინოს“ უფრო მაღალი შეთავაზებაც გაუკეთა, მაგრამ ფეხბურთელმა „იუვეში“ გადასვლაზე უარი თვითონ თქვა, მოტივით, რომ „ტორინოს“ მთავარ მეტოქეში ვერ გადავიდოდა და მშობლიურ კლუბს ვერ უღალატებდა.

ალესანდრო ბონჯორნოს „ტორინოში“ 109 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე უთამაშია „კარპიში“ და „ტრაპანიში“, იტალიის ნაკრებში კი, 4-ჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125919