ფეხბურთი

13:35 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "დიბუს ასეთი მომენტები უყვარს, ვიცოდით, რომ პენალტებში უპირატესობა გვქონდა"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ეკვადორთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. მესიმ პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, თუმცა, ემილიანო მარტინესის შესანიშნავი თამაშის წყალობით “ალბისელესტემ” მაინც მოიგო.

„ძალიან გაბრაზებული ვარ პენალტის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე უნდა დამერტყა. მეკარე გადახტა და ვცადე რბილად დამერტყა, მაგრამ ბურთი ძალიან მაღლა წავიდა. თუმცა, დიბუს გვჯეროდა, მატჩამდეც ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა პენალტები ყოფილიყო და მშვიდად ვიყავით, რადგან მეკარის მხრივ უპირატესობა გვქონდა. ასეთი მომენტები დიბუს მოსწონს, კიდევ უფრო დიდი ხდება“, - თქვა მესიმ.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრებში ემილიანო მარტინესს პენალტების 50% მოგერიებული აქვს - 24-დან 12.

არგენტინა კოპა ამერიკის ნახევარფინალში ვენესუელასა და კანადას შორის უმჯობესს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115501