ფეხბურთი

12:40 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "რონალდუ ყოველთვის დარჩება ფეხბურთის ლეგენდად"

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ პორტუგალიასთან მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ თამაშის შედეგი ვერ შეცვლის კრიშტიანუს სტატუსს ფეხბურთის ისტორიაში.

„ყველამ იცის, თუ რამდენად აღფრთოვანებული ვარ რონალდუთი, როგორც ფეხბურთელის. გამიმართლა, რომ დროთა განმავლობაში ის გავიცანი, მას ვესაუბრო. ჩვენ დღემდე გვაქვს კონტაქტი, ის ყოველთვის მეხმარება და რჩევებს მაძლევს. ჩემთვის პატივია ეს, განსაკუთრებით იმიტომ, რაც მან ფეხბურთის სამყაროსთვის გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ როგორ დასრულდება ეს მატჩი, ის ფეხბურთის ლეგენდა იქნება“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11411