ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა - 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი იმერული კლუბის ფეხბურთელია.
ფეხბურთელმა ტორპედოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ბიძინაშვილის ბოლო კლუბი ყაზახური “ჟენისია”. წლების განმავლობაში ჩვენი ახალწვეული ბათუმის “დინამოს”, გორის “დილას” და თბილისი “იბერიას” ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა მუდმივი წევრი.