ფეხბურთი

20:16 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონი არაბულ კლუბს ტრანსფერზე შეუთანხმდა

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი დიდი ალბათობით, კარიერას „ალ-ნასრში“ გააგრძელებს.

ამის შესახებ გავლენიანი გამოცემები წერენ, მათ შორის, ფაბრიციო რომანოც იტყობინება. ედერსონს არაბულ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს, რომელსაც 2026 წლამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 30 მილიონი ევრო იქნება.

„სიტიში“ მაისიდან იციან, რომ ედერსონი შეიძლება წავიდეს, ამიტომ, სიტუაციისთვის მზად არიან. უფრო მეტიც, კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

ამავდროულად, როგორც ბრიტანელები წერენ, ედერსონის წასვლის შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მეკარე შტეფან ორტეგა გახდება, შესაბამისად, პეპ გვარდიოლას გუნდი ბრაზილიელის შესაცვლელად ახალი კიპერის დამატებაზე არ მუშაობს.

ედერსონი „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს და 332 მატჩი ჩაატარა. მანამდე ბრაზილიელი ლისაბონის „ბენფიკასა“ და „რიუ ავეში“ ირჯებოდა.

0.118838