ფეხბურთი

19:08 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილზე "სენტ ეტიენის" შეთავაზება ცნობილია, სერია A-ს სამი კლუბიც დაინტერესებულია

საქართველოს ნაკრების და „ბორდოს“ ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ გადასვლასთან ახლოსაა.

როგორც L’Equipe იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე „მწვანეებმა“ ჟირონდელებს მეორე შეთავაზება გაუკეთეს - 5 მილიონი ევრო და ბონუსები. „ბორდოში“ იმედოვნებენ, რომ ზურიკოს გაყიდვას დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეძლებდნენ, მაგრამ ტრანსფერი დიდი ალბათობაა, რომ შედგეს, რადგან "ბორდოს" ფინანსური პრობლემები აქვს და ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება.

კლუბის წარმომადგენლებს, ჟერარ ლოპესსა და ივან გაზიდისს შორის კარგი ურთიერთობაა, რაც ხელს შეუწყობს „სენტ ეტიენში“ 23 წლის ქართველი შემტევის გადაბარგებას. „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში ითამაშებს, რომლის საგზური გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ პლეი-ოფში გამარჯვებით მოიპოვა.

თუმცა, ამის პარალელურად, იტალიური მედია წერს, რომ ზურიკოს მიმართ ინტერესს სერია A-ს სამი კლუბი იჩენს - "კომო", "ვენეცია" და "ჯენოა". Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევის გარემოცვა მალე იტალიაში იქნება, სადაც ვარიანტებს განიხილავენ.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში კი, ლიგა 2-ში 37 მატჩში 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

0.114786