ფეხბურთი

17:22 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პალოპი: "ვალენსიას" ფანები ბედნიერები ვართ, რომ მამარდაშვილი ჩვენს გუნდში თამაშობს"

ვეტერანმა ესპანელმა მეკარემ, ანდრეს პალოპმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე გიორგიმ სათამაშო კლასით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის დონით მამარდაშვილმა დიდი ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა. ის ძალიან ახალგაზრდაა და განვითარება უნდა გააგრძელოს. ყველა ჩვენგანი, ვალენსიელი გულშემატკივარი ბედნიერია, რომ ის „ვალენსიას“ მეკარეა“, - თქვა პალოპმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ესპანურ კლუბში ზუსტად 100 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070806