ფეხბურთი

17:51 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონის კალენდარი

Lega Calcio-ში სერია A-ს დამდეგი სეზონის წილისყრა გაიმართა და უკვე ცნობილია 38-ვე ტურში ვინ, ვის ეთამაშება.

სერია A სტარტს 17 აგვისტოს აიღებს და გაისად, 25 მაისს დასრულდება. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ პირველ ტურში სტუმრად „ჰელას ვერონას“ შეხვდება. სხვათა შორის, ორი წლის წინაც, როცა ის სეზონი „ნაპოლიმ“ სკუდეტოს მოგებით დაასრულა, სწორედ ვერონაში დაიწყო და მაშინ კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

I ტური, 17-18 აგვისტო

„ბოლონია“ – „უდინეზე“

„კალიარი“ – „რომა“

„ემპოლი“ – „მონცა“

„ჯენოა“ – „ინტერი“

„ვერონა“ – „ნაპოლი“

„იუვენტუსი“ – „კომო“

„ლაციო“ – „ვენეცია“

„ლეჩე“ – „ატალანტა“

„მილანი“ – „ტორინო“

„პარმა“ – „ფიორენტინა“

სერია A-ს ახალი სეზონის სრული კალენდრის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128952