„ბარსელონას" 21 წლის თავდამსხმელი ანსუ ფატი, რომელიც გასულ სეზონში „ბრაიტონში" იჯარით თამაშობდა, შესაძლოა „ფენერბაჰჩეში" გადავიდეს - წერს ონლაინ გამოცემა Sport.es.
წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინათ თურქული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფეხბურთელზე თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან და „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორ დეკუსთან ისაუბრა. გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სურს ფატი ახალ პროექტში ნახოს და დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ჯერ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა ფეხბურთელის ახალ სეზონში გამოყენება: კატალონიური კლუბის მწვრთნელი ჰანსი ფლიკი წინასასეზონო ვარჯიშის დასაწყისში მის ფიზიკურ მდგომარეობას შეაფასებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ესპანელმა „ბრაიტონში“ 30 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2023 წლის სექტემბერში ესპანელი „ბარსელონადან" იჯარით „ბრაიტონში" გადავიდა, თუმცა აღინიშნა, რომ კონტრაქტში არ იყო მოთამაშის გამოსყიდვის პუნქტი.