12:53 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა ესპანეთის ნაკრების დალაქს ევრო 2024-მდე უჩვეულო საჩუქარს დაჰპირდა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ალვარო მორატა ეროვნული ნაკრების დალაქს, ალეხანდრო ოლივას ევრო 2024-ის ფინალში გასვლას დაჰპირდა.

„13 ივლისს ვქორწინდები, ფინალის წინა დღეს. თუ ესპანელები გავლენ, რისიც დიდი იმედი მაქვს, ვნახოთ, იქნებ მეორე დღეს მეუღლესთან ერთად გერმანიაში ჩავიდე და ევროპის ჩემპიონობა საგანგებოდ აღვნიშნო. მორატა ფინალის მოგებას საქორწილო საჩუქრად დამპირდა“, - ციტირებს ოლივას სიტყვებს AS.

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი ალეხანდროს დიდი ხნის კლიენტია. ამჟამად ოლივა ემსახურება მადრიდის „ატლეტიკოს,“ „რეალისა“ და „რაიო ვალეკანოს“ რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ხოსელუს და დანიელ კარვახალს.

ამ ზაფხულს დალაქი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებთან და ტექნიკური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და გერმანიის ეროვნული გუნდების მეოთხედფინალური მატჩი 5 ივლისს შტუტგარტში გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.132859