ფეხბურთი

10:26 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „ნაპოლი“ მადრიდის „რეალის" მცველის ტრანსფერზე შეთანხმდა

„ნაპოლი“ ახლოს არის ორი ცენტრალური მცველის შეძენასთან. ამის შესახებ ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო თავის სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლელებმა მიიღეს მადრიდის „რეალის" თანხმობა ესპანელი მცველის რაფა მარინის ტრანსფერის შესახებ, რომელიც გასულ სეზონში „ალავესში“ თამაშობდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს გამოსყიდვის შესაძლებლობასაც.

ტრანსფერის პირობები შეთანხმებულია, ესპანელი ახალი გუნდის წინასასეზონო ვარჯიშის დაწყებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მადრიდული კლუბი ფეხბურთელისთვის 10 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს.

ასევე აღნიშნულია, რომ „ნაპოლი“ „ტორინოსთან“ შეთანხმდა იტალიის ნაკრების მცველის ალესანდრო ბონჯორნოს შეძენის თაობაზე, თუმცა თავად ფეხბურთელთან ყველაფერი შეთანხმებული არ არის.

0.110881