ფეხბურთი

23:10 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სუპერთასი "ტორპედომ" მოიგო

ქუთაისის “ტორპედომ” საქართველოს სუპერთას მოიგო. სტივ კინის გუნდმა ფინალში “დინამო თბილისი” დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

“ტორპედო” ძალიან სწრაფად, მესამე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ელიტონ ჟუნიორმა ძალიან შორი მანძილიდან ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. იმერლებმა უპირატესობა მეორე ნახევარში გაზარდეს, ამჯერად ნიკოლა ნინკოვიჩმა შეაგდო და 2:0.

თუმცა, “დინამო” არ დანებებულა, მატჩის მიწურულს ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და არაერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. 85-ე წუთზე 18 წლის ნიკოლოზ ცეცხლაძემ შეძლო კიდეც სხვაობის შემცირება. მერეც ჰქონდათ თბილისელებს რეალური საგოლე შანსები, მაგრამ ხან მცველებმა, ხან მეკარე ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინეს თავისი გუნდი.

“ტორპედომ” საქართველოს სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიგო. აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში “დინამო ბათუმმა” “იბერია” 3:2 დაამარცხა.

ახლა წინ ევროთასებია: “ტორპედო” 11 ივლისს, ალბანურ “ტირანას” უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის მერე სტუმრად დაუპირისპირდება. “დინამო თბილისს” იმავე დღეებში “მორნართან” ელოდება ორი მატჩი.

„დინამო ბათუმს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ელოდება ორი მატჩი 10-17 ივლისს „ლუდოგორეცთან“, ჯერ ბულგარეთში და მერე ბათუმში.

„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ელიტონ ჟუნიორი (3), 0:2 ნინკოვიჩი (61), 1:2 ცეცხლაძე (85)

0.111754