ფეხბურთი

19:44 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ხვადაგიანი "დინამო თბილისში" დაბრუნდა

„დინამო თბილისში“ საბა ხვადაგიანი დაბრუნდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ქართველი ფეხბურთელი „დინამომ“ ნეთანიას „მაკაბიდან“ ერთწლიანი იჯარით დაიბრუნა. საბა „დინამოს“ აღზრდილია, სადაც 2020-2023 წლებში თამაშობდა, შემდეგ ის ისრაელში გადავიდა, სადაც 8 მატჩი ჩაატარა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ისევ „დინამო თბილისის“ რიგებში გაირჯება.

0.128668