ფეხბურთი

19:13 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელთა ლამაზი ჟესტი: დალაგებული გასახდელი და მადლობის წერილი გერმანიას

რუმინეთის ნაკრები ევრო 2024-ს მერვედფინალში ნიდერლანდებთან მარცხით (0:3) დაემშვიდობა, თუმცა ლამაზი ჟესტით.

რუმინელებმა მიუნხენის სტადიონის გასახდელი დაალაგეს და წერილიც დატოვეს, რომლის საშუალებით გერმანიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ევრო 2024 იყო ერთ-ერთი კარგი გამოცდილება ჩვენს საფეხბურთო ისტორიაში და მოხარული ვართ, რომ ამ ტურნირს გერმანიამ უმასპინძლა. ყოველი მატჩი, ყოველი ემოცია, ყოველი გამოცდილება გვაერთიანებდა ფეხბურთის მაგიის გარშემო. ვტოვებთ გერმანიას, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი გავიღეთ რუმინეთისთვის და მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც აქ განვიცადეთ. დიდი პატივია იყო ევროპული საფეხბურთო ოჯახის ნაწილი. დიდი მადლობა, რომ თავი სახლში გვაგრძნობინეთ. მადლობელი ვართ ყველა იმ ობიექტისთვის, რომელიც ევრო 2024-ზე ჩვენი ნაწილი იყო“, - წერია წერილში.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრებმა ჯგუფში უკრაინას მოუგო, სლოვაკეთთან ფრე ითამაშა, ხოლო ბელგიასთან წააგო. მერვედფინალში კი, ნიდერლანდების წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა.

0.129219