ფეხბურთი

15:25 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის გადაბირება ლიგა 1-ის კლუბს სურს

საქართველოს ნაკრების და „ბორდოს“ ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი შესაძლოა „სენტ ეტიენში“ გადავიდეს.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, „სენტ ეტიენმა“ მეორე შეთავაზება გაუკეთა „ბორდოს“ მოლაპარაკებების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. აღსანიშნავია ქართველი ფეხბურთელის პოზიციაც, რომელსაც „სენტ ეტიენში“ გადასვლა სურს და უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს პირად პირობებზე.

„ბორდო“ 6 მილიონ ევროდ აფასებს ქართველ შემტევს, რომელსაც ჟირონდელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ფრანგული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები შეიძლება მომდევნო კვირებში დაჩქარდეს.

„სენტ ეტიენი“ მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს, ასე რომ ზურიკოსთვის ეს კარიერული წინსვლა იქნება. დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობს და 71 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112667