თბილისში, საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს. ნაკრების ღია ავტობუსმა სტარტი „მიხეილ მესხის“ სტადიონიდან აიღო თავისუფლების მოედნამდე მივიდა.
გზაში ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი მიაცილებდა და დანიშნულების ადგილიც პირთამდე გადავსებულია - თბილისში ნამდვილად დაუჯერებელი ამბავი ხდება.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ავტობუსიდან ლაივკადრებიც ჩართეს. ზეიმს მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე ვერ ესწრებიან. ლობჟანიძე "ატლანტა იუნაიტედს" შეუერთდა, რომელსაც MLS-ში სეზონი აქვს, ხოლო მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში მოუბოდიშა გულშემატკივარს და თქვა, რომ ოფიციალური ვალდებულებების გამო ვერ ესწრება ღონისძიებას - დიდი ალბათობით, გიორგი ახალ გუნდთან კონტრაქტის გაფორმების ბოლო დეტალებს აგვარებს.
ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს, მათ შორის, იმათ, ვინც ევრო 2024-ის განაცხადში არ იყვნენ, მაგრამ მარტის პლეი-ოფში იყვნენ განაცხადში, ასევე, ნაკრების მთელ სტაფს ღირსების ორდენები გადასცა.
ამჟამად საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4), გაიტანა 5 გოლი, გაუშვა 8 და ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.