საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რიგაში, მასპინძელ ლატვიასთან ჩაატარა და ბრძოლის გარეშე დამარცხდა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ტრავმის გამო კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოაკლდა, მის გარეშე კი, ნაკრებს, რომელსაც ისედაც პრობლემები აქვს კიდევ უფრო გაუჭირდა. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ ტრავმის გამო გიორგი შერმადინიც აკლდა გუნდს.
პირველ მეოთხედში შედარებით ბრძოლა იყო და ლატვიელებმა მხოლოდ ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებისთვის კოშმარული გამოდგა, რომელიც 17 ქულით წააგო და მატჩს ბედიც პირველ ტაიმში გადაწყდა.
მესამე პერიოდი ერთადერთი მონაკვეთი გამოდგა, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა მოიგეს (17:13), მაგრამ ბოლო მეოთხედში ლუკა ბანკის გუნდმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
საბოლოოდ, ლატვიამ მარტივად გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 14 ქულით და 4 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო, 7 ქულა და 6 მოხსნა მიითალა გოგა ბითაძემ, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის აქტივში 6 ქულა იყო. დანარჩენებს 5 ქულაზე მეტი არ ჰქონიათ…
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს, რომელიც გადამწყვეტი იქნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, 4 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე ფილიპინების ნაკრებთან ჩაატარებს.
საქართველო - ლატვია 55:83 (13:17, 11:28, 17:13, 14:25)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერ დავაფიქსირებ-საიტი ცუდად მუშაობს, 3-4 ჯერ მთხოვს ავტირიზაციას, ყველა მოწყობილობაზე , ჩემი ბრალია? მთავარი კი ის არის რომ კალათბურთი ბოლო პერიოდში სტაგნაციაშია, ახლები იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებენ, თორნიკეს და გიორგის წასვლის შემდეგ ალბათ დავქვეითდებით ლიგაში,სიმართლე ისაა რომ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ამ შედეგს მე ველოდი,, მთავარი რაც არის კალათბურთში -სროლა და დაცვა აქილევსის ქუსლია ჩვენი ნაკრებისთვის... ლატვია დაუწვა არ დაუწვა არ ვიცი და ფილიპინებს როგორ უნდა მოვუგოთ? რა რესურსით? ...
ჩვენების გეგმა იყო ბრაზილია და შემდეგ ლატვიისთვის მომზადება. ლატვიელებმაც მშვენივრად იცოდნენ ამის შესახებ და დაუწვნენ ფილიპინებს. ახლა კი მოგვიწევს მთელი ძალების დახარჯვა ფილიპინებთან. ამიტომ არ შეიძლებოდა ასე დაკიდება ამ თამაშის
ქართული კალათბურთის აღმავლობის ხანა დამთავრებულია! ამჟამინდელი ნაკრები გადაიქცა საშუალოზე დაბალი კლასის გუნდად, რომელიც არათუ ოლიმპიადის ან მსოფლიოს, არამედ აწი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურსაც ვეღარ მოიპოვებს. ამაზე სრულად არიან პასუხისმგებელი ფედერაციის ხელმძღვანელები. ვიქტორ სანიკიძე იმდენად კარგი სპორტსმენი იყო და ისე გვიყვარდა ხალხს, რომ ვერ წარმომედგინა თუკი ასეთი ცუდი მენეჯერი იქნებოდა. ამას დავუმატოთ ფედერაციაში გამეფებული სრული ნეპოტიზმი და დილეტანტიზმი, რაც გამოვლინდა ყოვლად უვარგისი ლეგიონერისა და მწვრთნელის შერჩევაში. ვინც ამ ჯიკიჩზე და ტომასონზე გააკეთა არჩევანი, მათ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ! მასეთნაირები კონა ათ შაურად ყრია არათუ ევროპაში, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც. და რატომ ვერ მოინახა უკეთესები?! მავანნი იტყვიან რომ მაღალი დონის მწვრთნელი და მოთამაშე ვერ დავითანხმეთო. ჰოდა, ეს ყველაფერი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ კალათბურთის ფედერაციაში არაპროფესიონალები სხედან, რომელთაც არ გააჩნიათ გონივრულად მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარები! შედეგად, მივიღეთ ნაკრების სრული დეგრადაცია, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დანიასთან და სერბეთთან მარცხებით, ხოლო ამ ჯერზე უბრალოდ დადასტურდა. წავიდნენ ვეტერანები (ცინცაძე, ბერიშვილი), ალბათ მალე წავა შერმადინიც და ამ დროს მომავალი როგორია? კიდევ უფრო უარესი! ჰორიზონტზე არავინ არ ჩანს პერსპექტიული (მაქსიმუმ ბახტაძე), ხოლო შენგელიაც რომ წავა, მაშინ ნაკრებს უკვე სუსტი გუნდებიც მოუგებენ (ალბანეთი, პორტუგალია, რუმინეთი და ა.შ.)
100% გეთანხმები, ამის დაწერა მინდოდა მეც. სრულიად უპასუხისმგებლო ფედერაცია და ისევ ეს ძმაბიჭობა და ახლობლობა კალათბურთშიც, რაგბშიც, ფეხბურთშიც და საერთოდ ყველაფერში.
35 წლის შერმადინის და 30 წლის შენგელიას იმედად რომ იქნები. სამწუხაროდ, გოგამ და სანდრომ ვერ გაამართლეს მოლოდინები და გიო-თოკოს სანახევროდაც ვერ ცვლიან. დანარჩენები კიდევ მკვდარზე ვენოკი. მწვრთნელი და ტომასონი ცალკე თემაა. ზუროსმა და მაკფადენმა თითქოს თამასა ასწიეს და მათი ნახევარიც არ არიან არც ჯიკიჩი და არც ტომასონი. სამაგიეროდ, მთელი ფედერაციის საძმაკაცო აკადემიებს ხსნის, ვისაც არ ეზარება. ნაკრების და ჩემპიონატის დონე კიდევ ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ პროფესიონალურად მუშაობს ამდენი აკადემია
ისე შენგელიას და შერმადინის დაბრუნების შანსები არის პლეიოფებისთვის თუ გრძელვდიანი ტრავმებია. ცოტა მეტი ინფო ჰვინდა. ორივე თუ იქნება იქნებ ცოტა მოიზარდოს შანსი :დდ
შერმადინი ხანგრძლივი დროით გამოაკლდა ნაკრებს ტრავმის გამო და თოკო იმედია ითამაშებს ჯერ ფილიპინებთან და მერე სავარაუდოდ, ბრაზილიასთან
შერმადინი საერთოდ არ ყოფილა შემადგენლობაში. მარტო თორნიკეს დაბრუნება თუ რამეს შეცვლის საეჭვოა.
რა აზრი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლას, ყველაზე კარგ ვარიანტში ისევ ამათ შევხვდებით ფინალში და კი ჩანს რისი შანსიც გვაქვს
))
ამ თამაშით თუ ვიმსჯელებთ, "თეორიული შანსიც" კი ზედმეტად ოპტიმისტურ სიტყვებად მოსჩანს ))
ვნახოთ რა იქნება თოკოსთან ერთად.
თეორიულის გარდა რა შანსი უნდა გვქონდეს?